იპოვე სამსახური Საქართველოში
Მარიოტი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმართმასპინძოლობის სფეროში, ითვლის 8000 სასტუმროზე მეტს და 30 ბრენდს.
Ჩვენ ვართ 133 ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით და კიდევ ვიზრდებით. Თქვენ გელით უსაზღვრო შესაძლებლობები.
იპოვეთ თქვენი ლოკაცია
Მარიოტის ღირებულებები არის ჩვენი ძლიერი მხარე. Მუდმივი განახლებისა და ზრდის პარალელურად, ძირეული ღირებულებები რჩება უცვლელი - ადამიანები უპირველეს ყოვლისა, ისწრაფე სრულყოფილებისაკენ, მიიღე ცვლილებები, იმოქმედე ღირსეულად, ემსახურე სამყაროს. ამ ღირებულებებით მოვედით დღემდე და ვიმოქმედებთ მომავალშიც.
Საქართველოში სასტუმროების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.
სასტუმროები
სასტუმრო შერატონ ბათუმი
სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ არის პირველი საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რომელიც გაიხსნა აჭარის რეგიონში2010 წელს. შერატონ ბათუმის სასტუმრომ, როგორც პირველმა საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანმა სასტუმრომ აჭარის რეგიონში, შემოიტანა ტრადიციული Sheraton_ის სერვისის სრულყოფილება და მალე გახდა სტუმართმოყვარეობისა და ფუფუნების სიმბოლო. იგი დაპროექტდა და აშენდა ალექსანდრიის შუქურის კონცეფციის მიხედვით. ვიზუალური მსგავსების გარდა, სასტუმრო შერატონ ბათუმი, ისევე როგორც ალექსანდრიის შუქურა, არის "მნათობი თეთრი ვარსკვლავი", რომელიც იზიდავს ტურისტებს აჭარაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე და პირველ ადგილზე დავაყენოთ ისინი, ამიტომ ეს ხდება ჩვენი წარმატების გასაღები.
ჩვენი მთავარი მიღწევაა სხვადასხვა წახალისების მექანიზმები, როგორიცაა:
დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დღეები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის (თანამშრომლის ქორწილი და ა.შ.)
ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებული პერიოდი,
სხვადასხვა ღონისძიებები და მადლიერების კვირეულები, როგორიცაა თვის თანამშრომლის გამოვლენა,
პიკნიკი პარტნიორებისთვის,
პერსონალის წვეულებები და ა.შ.
ჯანმრთელობის დაზღვევა ,
კვება პერსონალის კაფეტერიაში,
წვდომა თანამშრომლების გამოსაცვლელ ოთახებზე და საშხაპეებზე ,
სამუშაო უნიფორმები რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს,
20% ფასდაკლება სასტუმროს რესტორნებში,
ოჯახის/მეგობრის ფასდაკლებული ტარიფები მარიოტის სასტუმროებში,
სამუშაოსთან დაკავშირებული ტრენინგები და ქროს-ტრენინგები,
პროფესიული განვითარება/კარიერული ზრდა
უფასო ტრანსპორტი ღამის და დილის ცვლაში
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლის აყვანისას არის მათი მზადყოფნა გახდნენ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, რომ მათ ჰქონდეთ ინტერესი ჩვენთან ერთად განვითარდნენ და მიაღწიონ დასახულ საერთო მიზნებს და აღმოცენდნენ როგორც პროფესიონალები. თუ გადაწყვეტთ იყოთ სასტუმრო შერატონ ბათუმის წევრი, გელით საინტერესო თავგადასავალი, რომელსაც წარმატებული კარიერა ჰქვია.
სასტუმრო ქორთიარდ თბილისი
გახდი სასტუმრო თბილისი ქორთიარდის ოჯახის წევრი
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარმასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.
თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ის ადგილია, სადაც სასტუმროს გუნდის თითოეული წევრი თავდაუზოგავად იღწვის იმისათვის, რომ ყოველი ახალი თანამშრომელი გახდეს დიდი მარიოტული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, მიეცეს წინსვლისა და განვითარების საშუალება.
ჩვენ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ერთერთი საუკეთესო დამსაქმებელი, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულებას და ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა თანაბარია.
ლე მერიდიენ ბათუმი
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი, არის ფრანგული წარმოშობის პრემიუმ, მკაფიოდ გამორჩეული სასტუმრო, რომელიც ორიენტირებულია ინტერიერის უნიკალურ დიზაინზე. მდებარეობს ზღვის სანაპიროდან ერთი წუთის სავალზე, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, პრესტიჟულ უბანში. სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი ის ადგილია, სადაც ვზრუნავთ თანამშრომელთა კეთიდღეობაზე, რაც შთააგონებს მათ, გააცოცხლონ Marriott-ის ძირითადი ღირებულებები და კომპანიის კულტურა. ამ წარმატების ელემენტებია დაწინაურებები და აქტივობები, კარიერულ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, შიდა დეპერტამენტების ტრენინგები ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად, ასევე ახალი უნარებისა ან ინტერესის სფეროების აღმოსაჩენად. თითოეულ თანამშრომელს აქვს უნიკალური შანსი, დაიწყოს დაცვის ოფიცერის პოზიციიდან და გახდეს ფინანსური დეპარტამენტის კლერკი, ფრონტ დესკიდან რეზერვაციების აგენტი, მიმტანიდან ფრონტ დესკის აგენტი და რიგითი თანამშრომლის სტატუსიდან უმაღლესი რგოლის მენეჯერი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაჟირებას და დუალურ პროგრამას, რაც ახალი ტალანტების აღმოჩენის რეალური შესაძლებლობაა.
ჩვენ ვეძებთ ცნობისმოყვარე, კრეატიულ და კარგად ინფორმირებულ ადამიანებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს. თუ გაქვთ საინტერესო, მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნის სურვილი, გეპატიჟებით, მიიღოთ კარიერული გამოცდილება ლე მერიდიენ ბათუმში.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გახდი შერატონის გუნდური მოთამაშე
შერატონ გრანდ თბილისი - პირველი საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი საქართველოში 31 წლიანი გამოცდილებით;
ჩვენთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გაძლევს ჩამოყალიბდე პროფესიონალად სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
ჩვენ, როგორც დამსაქმებლები გპრიდებით ჯანსაღ, დინამიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და კარიერულ განვითარებას მერიოტის ქსელის სასტუმროებში მსოფლიოს მასშტაბით. აქ ყველა და ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ჯაჭვური მუშაობით ჩვენ ვაჩვენებთ საუკეთესო შედეგებს
შერატონი - მსოფლიოს თავშეყრის ადგილი გელოდებათ თქვენ, თქვენი შესაძლებლობებით, იდეებით, სულისკვეთბით წინ განვითარებისკენ.
ერთად უკეთესია და საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა !
Მოქსი თბილისი
გახდი სასტუმრო მოქსი თბილისის ოჯახის წვრი
მოქსი არის უაღრესად თანამედროვე, დინამიური, დადებითი ენერგეტიკით აღსავსე სასტუმრო, რომელიც იდეალური ადგილია სიამოვნების მოყვარულთათვის.
სასტუმრო მოქსი თბილისში სამუშაოდ ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხალისიანი და კრეატიულები, სიამოვნებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ სტუმრებთან, არიან კარგად ინფორმირებულნი, ენერგიითა და ინიციატივით აღსავსენი.
თუკი თვლი, რომ ხარ ხალისიანი, კრეატიული, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიებით.
Სასტუმრო თბილისი მარიოტი
გახდი სასტუმრო თბილისი მარიოტის ოჯახის წევრი
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარმასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.
თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო თბილისი მარიოტი 100 წლიან ისტორიას ითვლის. ეს ის ადგილია, სადაც სასტუმროს გუნდის თითოეული წევრი ამაყობს ამ ისტორიით და თავდაუზოგავად იღწვის იმისათვის, რომ ყოველი ახალი თანამშრომელი გახდეს დიდი მარიოტული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, მიეცეს წინსვლისა და განვითარების საშუალება.
ჩვენ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ერთერთი საუკეთესო დამსაქმებელი, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულებას და ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა თანაბარია.
ბენეფიტები
- Marriott Hotels & Resorts
- Sheraton
- Marriott Vacation Club
- Delta Hotels
- WESTIN
- Le MERIDIEN
- Renaissance Hotels
- Autograph Collection
- TRIBUTE PORTFOLIO
- DESIGN HOTELS
- Gaylord
- MGM Collection